Thursday, June 6, 2013

საცდელი პროექტი: დავიცვათ ბუნება
პროექტის სახელი: დავიცვათ ბუნება
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შექმნიან ბუნების მშვენიერების ამსახველ სურათებს, აგრეთვე შეადგენენ წესების  ნუსხას იმის თაობაზე თუ როგორ უნდა დავიცვათ ბუნება.
პროექტის სრული აღწერა: გაკვეთილის დასაწყისი 5–10 წთ დავუთმოთ მსჯელობას ბუნების დაცვის შესახებ. მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს,თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომ არ დააზიანონ, დაიცვან და გადაარჩინონ ბუნება.
მოსწავლეთა ასაკი: 8 წელი
ვადები: 4 გაკვეთილი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
·        მონაწილებს შთაბეჭდილებების გაზიარების, საკლასო მსჯელობის პროცესში.
·        ასრულებს სახალისო დავალებებს.
·        განსხვავებული მასალით ქმნის ნამუშევრებს ბუნების დაცვის თემაზე.
·        ამხანაგებთან ერთად მუშაობს პროექტის განსაზღვრულ დავალებებზე.
·        მონაწილეობს პრეზენტაციების პროცესში.
მოსალოდნელი შედეგები: ბუნების მშვენიერება ადამიანისათვის მისი მნიშვნელობა და დაცვის გაცნობა.არგუმენტული მსჯელობა, დაკვირვება, შემოქმედებითობა, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
სარგებელი სხვებისათვის: ინტერესის საშუალებით ჩვენს თანატოლებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ ადამიანისათვის ბუნების მნიშვნელიბასა და ბუნების დაცვის აუცილებლობას.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა–გაიხსენებენ ლექსებსა და მოთხრობებს, რომლებიც ბუნების თემას ეხება; ბუნებასთან– ყურადღებისა გამახვილება ზოგადად ბუნებაზე, (ტყე, მცენარეები, მდინარეები, ზღვები) ; ხელოვნებასთან–სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილი ფოტო– მასალა (რეპროდუქციები, რომლებიც ეხმარებიან პროექტის თემას)

პრეზენტაცია: მოსწავლეები თავის გამოჭრილ დიდ ხესთან დააწებებენ გამოჭრილ ცხოველებს, ჩიტებს, მცენარეებს. რაც შეეხება წესების ნუსხას, მასაც ერთობლივად განიხილავენ, შეიტანენ ცვლილებებს, შემდეგ კი  თითოეულ წესს (მაგ. არ მოვწყვიტო ყვავილები, არ დავაზიანოთ ხეები და დავანაგვიანოთ ბუნება და ა.შ.) ჩაწერენ მათ მიერ გამოჭრილ ფოთლებზე და დააწებებენ ხეზე.